ვარსკვლავი


ცაზე ანათებს ვარსკვლავი, 
ნეტა რას ამბობს, რას ყვება?
ნეტავი, ჩემი ფიქრების, 
აზრის ამოხსნა უნდება?

იქნება იცის რა მინდა, 
ან რა ნაყოფი მჭირდება,
იქნებ რაღაცის თქმა უნდა, 
სიტყვებით ვერ მეუბნება.

-ჰეი, ვარსკვლავო მითხარი, 
ხვალ რას მიმზადებს ბუნება,
ამბობენ, ჩემი ცხოვრება, 
შენს წიგნში დაიწერება.

მერე მე იმას ვასრულებ, 
რაც შენმა წერამ ინება
და მთელი ჩემი ცხოვრება, 
შენი ნაწერი იქნება.

აბა მე რისთვის მომეცა, 
ღვთისგან ამდენი უფლება?
რისთვის ჩამიდეს ქალაში, 
თავისუფალი გონება?

ალბათ მე რაღაც ვერ მივხვდი, 
ალბათ რაღაცა მეშლება,
ბოლოსდაბოლოს, ვარსკვლავო, 
გამაგებინე, რა ხდება!

ვარსკვლავი ცაში ციმციმებს, 
თითქოს იცინის თვითნება,
ციმციმს უმატა, უმატა, 
მერე დაიწყო გინება:

-წადი შვილოსა, მიხედე 
თავს, სანამ გაგეყინება,
შენი ცხოვრება შენივე, 
გულშია დაიწერება.

მე კი შევიტყობ გულისას, 
სიზმარში როცა იქნება,
მას ჩემი ესმის, მე მისი, 
სიზმრად ყველაფერს მიყვება.

ამიტომ გირჩევ, ძმობილო, 
სანამ ჩემი თქმა გენება,
შენს გულში კარგად ჩახედე, 
პასუხიც იქვე გექნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი