ფერიცვალების ღამე
მახსოვს ის გაზაფხული, როცა შეგხვდი პირველად, წამსვე დადგა ზაფხული, დამცხა, დამცხა ველურად. სიყვარულის ტყვედ ვიქეც, სიყვარულით დაჭრილი, ვერსად ვეღარ გავექეც, ვიდექი თავდახრილი. ცაში ქარი გაქარდა, გამოყარა ღრუბელი, თავისუფლად გაქანდა, გადააგდო უღელი. თავისუფალ ზეცაში, ისინი სულ მიჰქრიან, წრფელი გულის ძგერაში, ვგრძნობ ისარს რო მიყრიან. გავექანე ღრუბლებში, შემოვახტი კეფაში, ჩამიხუტა უბეში, გამაქანა ზეცაში. ნეტა სად მივფრინავდი, როცა ჩემს წინ იდექი, ჩემი ტურფა იყავი, მე კი ცაში ვიწექი. რა ვქნა, სული ოხერი, მაინც ცაში მიჰქროდა, გაბერილი ოცნებით, აზრიც სხვაგან მიჰქონდა. ცაზე რაზმად მიჰქრიან, ღრუბლის ბედაურები, არსად თავს არ იყრიან, არ ჰყავთ მეთაურები. მაინც ვეტრფი სიყვარულს, მომატყუეს ვნებებმა, ვეღარა ვგრძნობ სიხარულს, დამტოვეს ოცნებებმა. ერთსაც შემოვახტები, ღრუბლის ნათელ ბედაურს, სადღაც შორს გავქანდები, არ მოუსმენ მეთაურს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი