მონატრება
მეც ხომ შენსავით ზამთარმა მშობა, ცივ ცაზე თეთრად თოვდა, არ მახსოვს მე შენ სხეულში ყოფნა... ნეტა გული რას გრძნობდა? როგორც ყოველი პატარა ბავშვი, ალბათ ანგელოზს ვგავდი, შენ ანგელოზის დედა იყავი, მარიამ დედას ჰგავდი. ახლა, შენ მართლა მარიამთან ხარ, უკიდეგანო ცაში, ვერ გხედავ, მაგრამ ისევ მიყვარხარ, სანუკვარ ოცნებაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი