ავფრინდები


ავფრინდები, როგორც ჩიტი,
ვიფრენ ღამე, მთელი ღამე.
აძგერდება გულში სისხლი,
ვიტრიალებ, ვითარც მთვარე.

ვიფრენ, ღრუბლის თავზე ვიფრენ,
მზის და მთვარის გასაყარზე,
ვარსკვლავებთან ერთად ვილხენ,
არ ვიფიქრებ მომავალზე.

მერე დილა გათენდება,
ცაში სხივი გაიშლება,
ღრუბლის ნისლში შევფრინდები,
თითქოს ქალის თმა იშლება.

სიხარული გაიხარებს,
ფრთებს გაშლის და იფრენს ცაში,
ღრუბელს ქარი გაიტაცებს
და გაკურცხლავს, როგორც რაში.

და მეც მასთან ერთად ვიფრენ,
მეცხრე ცაზე ავფრინდები,
ანგელოზთა გუნდთან ვიმღერ,
სირინოზის ხმებს ავყვები.

მერე სიზმარს ჩავუქროლებ,
ყველას ვნახავ, ვისაც მინდა,
ძველ მეგობრებს გავიყოლებ,
ერთად ვიფრენთ სადაც გვინდა.

ღმერთს თუ შევხვდი უცაბედად,
არც კი ვიცი რას შევბედავ,
მივენდობი ალალბედად,
სიტყვის თქმასაც ვერ გავბედავ.

მიმიხვდება მაცხოვარი,
სურვილსაც და ოცნებასაც,
არ ვიქნები მათხოვარი,
დავჯერდები, მომცემს რასაც...

მერე ისე გავიღვიძებ,
როგორც თოთო ბავშვობაში...
სიხარულით გავიღიმებ,
როგორც ადრე, ბალღობაში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი