ლამაზი ქალი


ნათელი ზეცა,
ლამაზი ქალი,
და როგორც ქარი
მას კაბა ეცვა.

თვალები ცივი,
სხეულს არ ფარავს,
არც სევდას მალავს,
ქუჩაში მიდის.

მიდის და ქუჩას
ის ისე შვენის, 
ყვავილებსაც კი
ფერი არ უჩანს.

ქუჩის ბიჭებიც
დადუმდნენ უცბად
და თვალებს ურცხვად
მიჰყვა ფიქრებიც.

იცის ეს ქალმა,
და უფრო მეტად
აქანებს წელსაც,
ვით ქარში პალმა.

დაავსო თვალი
ლამაზმა ქალმა,
დაბერა ქარმა
და გაქრა ქალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი