მატარებელი მიქრის
მიქრის, მიქრის და მიქრის, მატარებელი ფიქრის... გარბის, გარბის და გარბის, სატარებელი დარდის... ივლის, ივლის და ივლის, რკინის გზებს გადაივლის... მატარებელი ფიქრის, შორეულ გზაზე მიქრის... ტრიალებს რკინის თვლები, გრძელი რითმების სვლები, ქალის ფრიალა თმები, მგზავრთა უაზრო ხმები, ისმის, ისმის და ისმის, კორიანტელი სიტყვის, მისი გზავრი ვარ ფიქრის, მატარებელი მიქრის. ფიქრის, ფიქრის და ფიქრის, მატარებელი მიქრის... დარდის,დარდის და დარდის, სატარებელი გარბის... რკინის გზებს გადაივლის, ივლის, ივლის და ივლის... შორეულ გზაზე მიქრის, მატარებელი ფიქრის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი