ტაოური ჰოიდა


ჰოიდა, კაკლის ძირას ჯირკვი იდგა,
ჰოიდა, გოგო-ბიჭი ხვარათობდა,
ჰოიდა, გვერდზე ბერიკაცი იჯდა,
ჰოიდა, წინწინ ამბებს იხსენებდა,
ჰოიდა, ჰარაქათი გამცდარიყო,
ჰოიდა, ფეხში ჰალი აღარ იყო,
ჰოიდა, მარჯვენაშიც წამხდარიყო,
ჰოიდა, თაში თოვლი მომდგარიყო,
ჰოიდა, ხეში ჭია გამწყდარიყო,
ჰოიდა, მოსავალიც აღარ იყო,
ჰოიდა, კაკლის ძირას ჯირკვი იდგა,
ჰოიდა, გოგო-ბიჭი ხვარათობდა,
ჰოიდა....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი