ცაო


ჩემო ლურჯო ცაო,
ცაო, თვალთმაქცაო!
შავ თვალწარბა ქალის ხალზე
თვალი გამექცაო.
გამექცა და ჰა წევდოდა?
უკან მობრუნდაო,
მობრუნდა და თლათ ამრია,
გული დამექცაო.
ამ გულს მეტი სხვა რა უნდა,
ეძებს ამფერსაო,
გადამრევს და საქმეს იზამს
გაუგონელსაო.
თვალში შუქი გამონათდა,
მზე ჩამივარდაო,
ჩავარდა და ვერც ამევღე,
გულში ჩამადნაო.
მერე გულიც დამიწვა და
სულში ჩამიძვრაო,
დარდი გამიათასკეცა,
სულ თლა გამძარცვაო.
ვაი აქ ვთქვი, ვუი იქა,
ხალხმა დამცინაო.
სიყვარულსაც ცოდნა უნდა,
ძველის მოსმენაო.
ძველი წიგნი მოვინახე,
ვეფხისტყავისაო,
სიყვარულსა მალვა უნდა,
ასე მასწავლაო.
დარდი გულში ივსებოდა,
გადვიარე მთაო,
სახლში რა გამაჩერებდა,
გადარეულსაო.
ჩემო ციცქნა ცაო,
ცაო, თვალთ მაქ ცაო!
ზეჲდან ღმერთი იყურება,
შენ აქ რაღას მცაო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი