ნაცრისფერ ღრუბელს მიათრევს ქარი


ნაცრისფერ ღრუბელს მიათრევს ქარი,
ღრუბელს, ბრაზისგან წვეთებად ქცეულს,
მიწას ეცემა ულევი ჯარი,
გზაზე მიმავალს მისველებს სხეულს.

მაგრამ მივდივარ და გეზს არ ვიცვლი,
მე ვერაფერი შემიცვლის მიზანს,
არც სიგრძეს ვზომავ, აღარც დროს ვითვლი,
ვინ რას დამაკლებს, ან ვინ რას მიზამს.

ამ სიცივესაც გამოვიზამთრებ,
გამოვიზამთრე უკვე ბევრია,
მე ბევრი მიქნეს, ბევრსაც მიზამენ,
მაგრამ მომავლის არ მეშინია.

ბედის ბორბალი ასე ტრიალებს,
მე ჩემებურად გამილექსია.
იმედის დროშა მუდამ ფრიალებს,
მაგრამ ნაღველი დასდევს გვერდშია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი