თორმეტი


გადავხედე წელიწადის თორმეტ თვეს და ჩემი საქართველოს კუთხეები მომაგონა. იანვარი ჩემია და განსაკუთრებით მიყვარს. განა იმიტომ, რომ ყველაზე კარგია? იმიტომ, რომ ამ თვეში დავიბადე და ჩემი თვეა. მესხეთს მაგონებს, საქართველოს საწყისსა და დასაბამს. როცა მერწყულ თებერვალს გადავხედე, ცივი და უთქმელი სვანეთი გამახსენა. სანამ მარტი მომაგონდებოდა, ჯერ გურია გამახსენდა, თევზივით უწყინარი და მარტის ამინდივით ფინთი. აღდგომის აპრილს მოწამე აფხაზეთი შევადარე და გულში სევდა მომერია. მაისის ქუთაისმა, ლაღი იმერეთი თვალწინ დამიხატა. ივნისი მთიელებისაა. ივლისი სამეგრელოსავით გულს გაგითბობს და თბილად შემოგეპარება. აგვისტოს სიცხეში აჭარა მოგინდება, ზღვაში გაგრილება ან მთის ჩანჩქერში შეციება. სექტემბერში ქართლს ტანი გთხოვს ისიც მკაცრნარევი ალერსით თავისკენ იხმობს ყველა ქართველს, რათა ოქტომბრის კახეთისთვის შეამზადოს და აღმოსავლური ლაზათი კომპლექსურად შააგრძნობინოს. ნოემბერის ფოთოლცვენა  ლეჩხუმში ყველაზე ფერადია და პოეტური. დეკემბერი რაჭას ეკუთვნის, დაგვიანებულს, და ალბათ ამიტომაც ყველაზე მეტი საახალწლო ღორი ჭიორელების  რაჭაში იკვლება. 
    მიყვარს წელიწადის ყოველი თვე ერთნაირად, რადგანაც ყველას თავისი სიკეთე მოაქვს. მიყვარს ჩემი საქართველოს ყველა კუთხე ერთნაირად, რადგანაც ყველას თავისი სითბო და ლაზათი აქვს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი