წმინდა სანთელი დავანთე ...
წმინდა სანთელი დავანთე შენთვის რატომღაც ჩემსკენ გადმოიხარა, და სანთელიდან ღვენთი წვეთ-წვეთად ჩემი ცრემლივით გადმოიღვარა. მხოლოდ ღვთისმშობელს, წმინდა მარიამს ან წმინდა ნინოს თუ შეგადარებ, დაგროვილი წვეთებს, ცრემლად ნაღვენთებს, მთელი ცხოვრება ხელით ვატარებ, ვფიცავ სალოცავს, რომ მოუთმენლად ისეთ მომენტს და ისეთ დროს ველი, შენ ხატი იყო და მე მარადჟამს მუხლმოდრეკილი, შენზე მლოცველი. ოღონდ ეს არის, ვერ მოვაღწიე ვერ მოვახერხე შენს წინ დამხობა შევევედრები მამაზეციერს, მთელი ცხოვრება ასე მამყოფა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი