ირინას


" ადამიანი მეორდებაო"
მეცნიერები მსჯელობენ ასე ,
მე არ მჯეროდა , მაგრამ ეს ფრაზა ,
მოულოდნელად დღეს დავაფასე.

ვნახე ჟურნალი სულ ძველის-ძველი ,
და საოცრება ! შენი სურათი !
გაცინებული , სიცოცხლით სავსე ,
თვალში ცეცხლით და ხელში სურათი.

ო , ეგ სიცილი , ეგ ბაგე-კბილი ,
შენი მანერა და შემართება.
ციხის ქვის კედელს შუბლით ვასკდები ,
ხომ არ ვგიჟდები... რა მემართება . . .

ეს ჟურნალი და ძველი სურათი ,
მჯერა , იქნება ამის თავმდები/
რომ სიყვარულო , ჩემო - ირინა ,
შენ ისევ ისევ დაიბადები ! ! !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი