რა ბედნიერი ვიყავი ...


რა ბედნიერი ვიყავი წუხელ...
აზრი არა აქვს... არავის ვუმხელ
რა ბედნიერი გამხადე ღმერთო,
სიონში ვიყავ, იქ იყო ყველა;
ჩემი სნათელი "ჯვარცმასთან" ენთო,
როგორც სიმბოლო "დახსნა" და "შველა".
იყო ზაფხულის ღია სარკმელი,
სანთლები ლოცვის ხვატით დნებოდა,
ტაძარში-სუნი, წმინდა საკმევლის.
გარეთ კი ძმები მელოდებოდა.
ისმოდა ძველის ძველი გალობა,
ერთად შემკული ვით თაიგული
და ზეციერის დიდი წყალობა,
სიყვარულისგან სკდებოდა გული.
იქ იყავ შენაც, გეცვა ცისფერი,
და ცის ასულის გქონდა იერი.
გაოცებული დიდხანს გიცქერდი,
რა კარგი იყავ, რა მშვენიერი...
მერე გაწვიმდა... თბილისის წვიმა...
და ნიაღვარმა ლამის წამიღო.
რა ბედნიერი ვიყავით წინათ...
ეს ყველაფერი ხო მართლა იყო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი