გამარჯობა ჭიაყელავ!
გამარჯობა ჭიაყელავ! მე ვარ ვეღარ მიცანი? შენ ერთს გელის სამარე და ჩემი კუბოს ფიცარი. დამაცალე, მოვაგროვო დასამარხი ლოდები, ერთგული ხარ ჭიაყელავ, ვიცი, რომ მელოდები. ცოტა კიდევ დამაცადე ჩემი კუბოს მაყარო, ისე უნდა დავლპე ზევით, პირიც არ დამაკარო. ჯანსაღს როგორ ჩამოგიტან, ამ ჩემს სხეულს მიწაში, გაოცდები, რომ შეძვრები ჩემი კუბოს ფიცარში. მაგრამ მაინც ჩემი ხარ და თან საოცრად ერთგული შენი იყოს დაულპობი გატანჯული ეს გული. თანაც გათბი ჩემი გვამის ფოსფორი რომ იალებს შეექეცი, რას გაუგებ, ე, მაგ გულის იარებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი