ჩემი ცხოვრება ...
ჩემი ცხოვრება უშენოდ დიდი ჩამქრალი მზე არის, დღეს შენი დაბადების და ჩემი სიკვდილის დღე არის. დღეს განწყობა მაქვს ისეთი, მინდა რომ შენზე ვილოცო, ეს შენი დაბადების დღე სადა ხარ, სად მოგილოცო?! უნდა დაფიქრდე რომ საქმე, სატირლად არ გაიხადო, ნეტავ შენს გვერდში მამყოფა, დღეობა გადაგიხადო. დღეს ჩემი გული არ ფეთქვას გაქვავებული ხე არის, დღეს შენი დაბადების და ჩემი სიკვდილის დღე არის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი