ღრუბლის ეტლები
ყველაფერი ლანდნარია, მაგრამ ჩუმად ვღელავთ, რომ გაგრძელდეს ეს სიცოცხლე − უსასრულო მღერა, ვინც სიმართლით ფრთა გაშალა, ისე გაითელა, როგორც მიწა დახეთქილი როსინანტის მიერ. თეთრი ქარი მიელანდა ცისფერქიმა გემებს, კაპიტანნი აათრთოლა, აგუგუნდა ლოცვა, ქარი ქარიშხალად იქცა და მიასკდა ქიმებს, ლოცვა აღარ შეისმინა უსხეულო მოგვმა. შემხედვარე ამა ამბის მოიწყინა ზეცამ, თვალი ედგა მაშინ, როცა სულმოქნეულ მზეზე, კუნძულზე კი განთიადმა დილა აირეკლა, ემიჯნება აჯანყებას წყლის მოლეკულებზე. ასეთია ეს სამყარო − გვნებს და მერე გილხენს, ვისაც მეგობარად გისვამს − მტრად იმასვე გივლენს, ცნობიერში პოეზიით ვნებებს რომ ავიკლებ, სიყვარული შეეფრთება უყელთეთრეს ბინდებს. ჰოდა, ასე დასრულდება უამაყო ყოფნა, ირგვლივ მხოლოდ მიჯნურობის სიხარული იფრენს, განვლილმა გზამ აღმაფრენით თუკი დამამონა, ედღეგრძელოთ სიმამაცე ტრფიალების ელფებს. ყველაფერი ლანდნარია, ბნელეთს აღარ ვიკვლევ, შენს მკლავზე მაქვს თბილი ხელი დადებული კენტად, უბოროტო სივრცეებმა მაინც ამაცრემლა, მეც დავიწყე მოვლინება შეუცნობელ კერპად. აღარ მყავხარ სიახლოვეს, კვლავაც მიტევს თქორვა, მასზე მეტად რომ მიყვარდი, ვეღარ მოინელა, შენზე ფიქრში ღრუბლის ეტლებს მზენნი მიექსოვა, ჩამოსვეტდა სივარვარე, გადაყორნისფერდა. გ.ტუღუში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი