ღმერთის ღაწვებზე
შენ ნაკვთები ხარ დაღალული, ღმერთის მტერმრუდეს, ჩამოგემდუღრე თეთრ ღაწვებზე, როგორც მირონი, არც სახლი მაქვს და არც მალული საბუდებელი, მქვია სამყარო, უსაზღვრობა, ქორონიკონი. ყველაზე მეტად რომ მიყვარდი, მაშინ მემრუდე, იწერებოდა მაშინ ყოფნის მწარე სტრიქონი, ეს იყო ღელვა, ალექსება საულმეფური, პოეტიკურად გადაგღარე − მზის სტიქიონი. მერე დავეცი ცივ მიწაზე და დავიღვარე, თვალთეთრ ფანტელებს აქეზებდა ნამქრისფრად ზეცა, სანამ და-ძმანი ღმერთის ნაჭდობს გადმოსერავდნენ, დაისმა ჩემი ბოლო მუზა გაიყირმიზა. რიონმა კლდეზე ჩხრიალჩხრიალ გადიკისკისა, შემეცრემლაო ყოვლისშემძლის მხურვალე ლოცვა, მე კი, უფალო, მინდა გკადრო სიტყვად ამისა, მწადს შენს მტარვალებს შენდობისთვის შევემუცალო. პოეზიითვე ვასულდგმულე ფუჭი წრე-ბრუნვა, ღმერთი, ღმრთის მწველი და ცრემლებად ჩაგუბული მე, უზენაესი უტიფრობით ყველგან ქებულმა, განდეგილივით გაქცეულმა წავუდუმილე. მისნურ სიზმარში რომ გიხილე თავსაბურველით, ჰქროდი ქარლურჯი შებინდების პირველ ხმაურში, ხმაურში ჩუმში გიმღეროდა ქერუბიმეთი, დალანდლანდობდი სიყვარულში ივერიულში. ფერფლიანუმი გამოჩარხავს ახალ სამყაროს, მე კვლავაც დავალ შემოქმედის თხელ-თხელ ღაწვებზე, როდემდე უნდა მზისმიერად მასაჰარაო, როდემდე უნდა მაწერინო თებერვალებზე. თებერვალთბრუნვა მეორდება ციფერბლატებზე, წვიმაში ქრები წვიმისმიერ აბლაბუდებით, შხამს აღარ ვანთხევ პოეზიის ვეტერანებზე, მხოლოდ ზეარსთან ვიპაექრებ გადაქუხებით. ჩემი ხელები მიღმიერში დაამარწუხეს, ცეცხლის ჭანგებით დამიშანთეს მთელი სხეული, უცხო მგოსანი შემართებით ასათაურებს ჩემზე პოემას − სათაურით მერმისეულით. უტყვთა სულნარი სამუდამოდ გაადევრიშეს, უფლის ღაწვებზე მოვჩანჩქერობ, ჩამოვმზისსხივდი, ლანდთა ლანდებმა მარატივით დამავერდიქტეს, ამ შეცოდებას ვერასოდეს გამოვისყიდი. გ.ტუღუში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი