ბათუმურო წვიმავ
ბათუმური წვიმა, სხვანაირი გახდა, ცათამბჯენებს ესმის, არა მაგნოლიებს, აორთქლების პირმშო ქმნის პოლიფონიას, მეთევზე რომ ტბაში ანკესს კადაჰკიდებს. მარგალიტის თავსხმა სხვანაირად გონგავს, თუ ვერ მომხიბლავ და თუ ვერ დამამშვიდებ, სული ამიმხედრე შენს უძველეს კოშკთან, გამოცრილო წვიმავ, მოდი უფრო ღვაფად! ზღვის უიღბლო ხილვავ, ნეტავ რა მაცინებს?! შენთან ერთად უკვე არც მე აღარ მძინავს, როგორც მოწყურება, ჩემში გადმოგწურეს, ბათუმურო წვიმავ, ბათუმურო წვიმავ! მზემ მოგწყვიტა მშობელს და თავისთან გიხმო, თუმცა არ იკადრე, კვლავ დაბრუნდი ზღვასთან, ახლა სამზევეთიც ვერა, ვეღარ გიტანს, მაგრამ მიუტევე, ნუღარ მოხვალ ჩქაფად! თუკი ჩემს ქალაქში ყვავილები გაქრა, გალუმპული ია თუკი გადამიხმა, ისევ ინავარდე მაცოცხლებელ წინწკლვად, ბათუმურო წვიმავ, ბათუმურო წვიმავ! გ.ტუღუში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი