შემომეფრთები


შენ დაბერდები, ყმაწვილქალად ვეღარ დარჩები,
შემომეფრთები, წარსულს უცებ გაიყმაწვილებ,
გვატყვია სულზე უწმინდესი ცეცხლის ნაფრთები,
შევნატრით ბაღებს უწინდელს და გადასაბინდებს.
შემომეფრთები და ბავშვობა თვალწინ გაგირბენს,
პლატიკოდონნი, ლიანები, ედელვაისნი,
ძველი უბანი, სადაც სიყვარულზე შევფიცეთ,
თვალწინ გაგირბენს გამთენიოს ზამთრის მესანი.
და ბოლოს ერთად გავუყვებით აპრლის ნამღერს,
აღარ დარჩები ცოლქმრულობის საყინულეთში,
ახალ იმედებს პოეზიის სიგიჟე მაძლევს,
რომ გეყვარები მირაჟეულ სანისლულეთში.
გ.ტუღუში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი