მე არ ვაქებ


მე არ ვაქებ საქართველოს,
სხვებს უქიათ უფრო მარჯვედ,
ჩემი რისხვა გაიტაცა
ლექსმა, დავრჩი უმოქარედ.
ჰოდა, ახლა ასე დავალ
ფიქრის ჩუმად მოტრფიალე,
იქ კი ვერა, ვერ წამოვალ,
სადაც მზე დგას მოციალე.
სადაც კერპებს შიშნარებთა
მოურწყიათ არე-მარე,
სადაც რომე თვითმპყრობელთა
სურვილები ვერ დავთვალე.
მე არ ვაქებ საქართველოს,
შეუქიათ უფრო მარჯვედ,
თეთრი სული წარმომხოცა
არარსიდან უცხო მთვარემ.
ფრთხილმა მთვარემ ამაცილა
მოკვდავება მომღიმარე,
ობელისკნი მენაწილა
მარტოდმარტოს და მოცალეს.
მე არ ვაქებ საქართველოს,
შეუქიათ მეტად დიდებს,
ვინაც უნდა გასახელოთ,
ის შეაქეთ, ის ადიდეთ.
გ.ტუღუში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი