ამსტერდამულ ნისლში


ყინავს.
ნისლით სველდება ამსტერდამში 
თხელი ვიტრინა.
არ წვიმს.
გვირილებივით თეთრი ქოლგები
ჩემს მზერას იპყრობს.
გხედავ.
მოვდივარ შენკენ იმედით, 
რომ გამეარშიყო.
უეცრად ცივი ქარი ჰაერში
გამობმულ ქოლგებს აქარიანებს,
შენ ჩნდები მორცხვი, 
როგორც სელენე,
მე კი ვჩქარდები, მაშენიანებ.
მინდა მოგისწრო და გენისლები,
თუმც ქრები, 
ვითარ პერსეპოლისი,
უკან ვბრუნდები, მოჩანს ხიდები,
შევდგები ხიდზე, 
ლექსსაც მოგიძღვნი.
უკვე წვიმს.
თეთრ ვიტრინაში მანეკენი გამოიკვეთა.
ვეღარ ვწერ.
სული დაჭრილი ქურანივით მიმოიღალა.
ვხედავ წყვილს.
აისმა ღამის ნამსხვრევები მიმოალაგა.
სახლში ვარ.
არც მზეა, არც თოვა 
და ისევ უქარცეცხლობა.
არაყს ვსვამ.
ვეგუები ცხოვრებას.
ასე მომინდა სიზმრიდან აროდენ გამოსვლა,
აღარ ვარ.
ვეღარ ვცნობ საკუთარ თავს.
დამღუპა სურვილთა აურაცხელობამ.
შენ მაინც უმიზნოდ, მარადჟამს მიყვარხარ.
გ.ტუღუში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი