ასე დამიბარა


ასე დამიბარა რილკემ −
ნუ მიხვალო, სადაც ილხენს
უნიჭობის მელირიკე −
ასე დამიბარა რილკემ.

მე კი გეტყვი, ისევ ილხენს
ვინც ილხენდა უნიჭობით,
სიტყვა შენი შემოკირთეს
უკვდავებმა უიღბლობით.

ვეღარავინ ვერ გაგიგებს
გარდა ცივი შემოდგომის,
ვინც ღმერთებთან გაიგივებს,
ვერდიქტი აქვს შემოთოვლის.

შენს ქუჩაზე ხეებს ისევ
შეჩენიათ უფოთლობა,
სახურავებს ათრთვილვიებს
ზამთარს მელანქოლურობა.

ასე დამიბარა სატრფომ −
პოეზიამ არ დაგამხოს,
ხელი შემომხვიე წელზე,
დაე, ვნებამ იავარგყოს.

მე კი გეტყვი, კვლავაც მიხმობს
ნოემბრული ფოთოლფიფქვა,
ფოთოლფიფქვის შარიშურში
ქურანების ფლოქვების ხმა.

ასე დამიბარა რილკემ −
ნუ მიხვალო, სადაც ილხენს
უნიჭობის მელირიკე −
სიზმრად დამიბარა რილკემ.
გ.ტუღუში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი