ღვთის მოჩრდილულში


ვინც მიყვარს − მიყვარს, ვინც აღარ მიყვარს,
ოდესღაც უფრო მიყვარდა მოცლილს,
დილდილაობით ვამკობდი როცა
ლექსებით აპრილს − წვრილწვრილად მოცრილს.

ცრიდა პარკშიაც და ნავს მეთევზე
მირინდებოდა სიჩუმის თვლაში,
მაშინ იმ ტბაზე მოხუცის ბედზე
წვიმის წვეთებიც დაძრწოდნენ მარშით.

მერე აცივდა, ოჰ, ყოველივე
გაცივდა, გაჰქრა მოწამლულ სულში,
წვიმა, სიჩუმე, მე და მოხუცი
დავზღვავქარაობთ ღვთის მოჩრდილულში.
გ.ტუღუში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი