პოეზიით განუკურნებელთ


მე ისევ ვგრძნობ შენი ლოცვის ძალას −
სულით ლოცვის, მომლანდველის ვაჟას,
შუადღის წინ სანაპიროს ვგავარ,
გათოვებამ რომ ვერ გააკაჟა.
რომ მზის გაცვლას მიძინებულ მზეში,
ძველებურად ცახცახ-ცახცახ ველი,
ამ სიბნელეს პოეზია ფანტავს,
გამოვიდა ლექსი მშვენიერი.
მარადიულ მზეთა ქარიშხლები
აფეთქდება გულში უმზეობის,
ტვირთად თეთრი ობელისკი მაწევს,
რომ ავღმართე მწარე უშენობით.
ვერ მაშინებს მთვარეების ნაბვა,
ამ ნაბვებით დავიპყარი მონე,
მავანს ჩემი ბედი შეეხარბა,
პოეტი ვარ, ოღონდ უშენომე.
ახლა ვამჩნევ, ღმერთო, ანგელოზებს
მოკვდავება რატომ დაუწუნე,
ნამქერთ ფრთებზე არ გედექი მედგრად,
რომ ინანო, რაზეც იწუწუნე.
რომ უფრორე გახდე შორთაშორი,
მირაჟივით წარმავალი, სწრაფი,
ნეტავ, ასე რატომ მომაწყურე
შორეული ზეცა და ქარაფი?!
რად უნდოდა გალაკტიონს მერი,
პოეტი ხომ ქალის მიღმა მღერის?!
თუ შემეხე, ვერ გავშალო ფრთები,
თუ არადა, ამოვვარსკვლავდები.
-გია ტუღუში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი