ზამთრის შუაგული
ზამთრის შუაგული, ზამთრის შიგთავსი ჩავკბიჩე, როგორც ყინულის ზღმარტლი და გაზაფხულის მევიოლინე მწვანე ნოტებით ვუმღერდი აპრილს. მაგრამ ჩემს სულში იანვრის ნაფლეთს დაედო ცივი და ბნელი ბინა, შიგნით წვიმაა, გარეთ ყვავილებს ლურჯი ბილიკით, ქარებიანა დაეწყოთ წმინდა დღესასწაული, სადაც არავინ ჰკადრებს პოეტებს, ლექსს ნუღარ წერთ და ნუღარ ტირითო, ეს სიმსუბუქე გაგვიმეორებს ასი ათასჯერ და ულიმიტოდ, რადგან ყოველთვის იგებდა ომებს ვისაც ხიბლავდა გზა უღალატო, ვინც ფრთებს ამსხვრევდა ცრუ დემაგოგებს. ზამთრის შუაგული თუ უნდა გაქრეს, დაე, დასრულდეს მუზათ ბოგინიც, დროებამ გასხლას პოეტი-მართვე და ყველა დენდი ყელმოღერილი. თუმცა მე ვიცი, რომ ეს სამყარო აბსურდულობის ციკლებით ტკბება, დღეს პოეზია გააცამტვერეს, ხვალ პოეზიის დადგება ერა! მაშ, გაუმარჯოს ზამთრის შუაგულსაც, როგორც იუდას და ყორღანაშვილს, თურმე ღალატმა შვა იეშუა, ძეგლი დაუდგა ამორთა დაცლილს! გ.ტუღუში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
10 კომენტარი
და გაზაფხულის მევიოლინე
მწვანე ნოტებით ვუმღერდი აპრილს.
-----
კარგია ,ოღონდ თუ ამბობ ჩავკბიჩე,უნდა თქვა ვუმღერე.გაიგე?
შენ ამბობ
ჩავკბიჩე, როგორც ყინულის ზღმარტლი
და გაზაფხულის მევიოლინე
მწვანე ნოტებით ვუმღერდი აპრილს.
----
ჩავკბიჩე-----და მერე ვუმღერდი .ანუ ირღვევა ზმნის დრო;
ანუ თე ჩავკბიჩე,....ვუმღერე. და თუ ვუმღერდი ,მაშინ ვკბეჩდი.
ამას ცოდნა უნდა ზმნის
იანვრის ნაფლეთს
----
კარგია
დაეწყოთ წმინდა დღესასწაული,
----
კარგია ,ოღონდ "წმინდა"აქ ტეხავს
ეს სიმსუბუქე გაგვიმეორებს
-----
კარგია
რადგან ყოველთვის იგებდა ომებს
ვისაც ხიბლავდა გზა უღალატო,
---
не факт
მუზათ ბოგინი
---
kargia
დროებამ გასხლას პოეტი-მართვე
---
კარგია
ძალიან კარგია,ოღონდ აკლია ფოკუსირება რაღაც ერთი იდეის გარშემო.
ანუ ყველა ფოთოლი ერთ ხეზე ლამაზია ,ოღონდ სხვადასხვა ხისაა სუყველა.საჭიროა ერთი ხის იყოს .ფორმა კარგია,ოღონდ არის ნიუანსი სათქმელთან
ავტორს გავლილი აქვს კარგი სკოლა .იგრძნობა რომ წაკითხული აქვს "პოეტური ინტეგრალები",სადაც მიხეილისთვის თითოეულ ბგერას პოეზიაში სუნი ფერი და გემოც კი აქვს .ოღონდ ჩემი აზრით ზედმეტი ყურადღება ეთმობა ფორმას და ნაკლები სიუჟეტს .
და კიდევ რაც გალაკტიონთან ბუნებრივია "?ოცნება ნახაზი საგანთა უარით"ივლისისფერი ყინვა"და მსგავსი "აბსურდები",ზოგჯერ ყურით მოთრეულს ჰგავს ჩვენს პოეზიაში.
პ.ს ერთ მეგობარს ძალიან დიდი ხნის წინ ვათხოვე ინტეგრალები.მერე წავიკამათეთ და რომ არ იცოდა, როგორ გავემწარებინე ,წიგნი არ დამიბრუნა.მითუმეტეს იცოდა რომ ჩემი სამაგიდო იყო და უძვირფასესი....მაშინ არც იშოვებოდა .არ ვიცი ახლა როგორაა საქმე ამ მხრივ
ანუ რა მინდა რომ ვთქვა .ინტეგრალებში ავტორი სხვათაშორის დიდ ყურადღებას უთმობს ოქსიმორონს პოეზიაში და მოჰყავს მაგალითად მიხეილ ქვლივიძის პოეზია.."როგორ ახმაურდა"სიჩუმე",რაღაც სხვა ლექსებიც .ოღონდ ერთი ლექსიდან დამამახსოვრდა ფრაზა
"მხოლოდ ტკივილი არის ნათელი,
სხვა ყველაფერი ბუნდოვანია"
ანუ რა მინდა რომ ვთქვა,პოეზიაში ,მიუხედავად თანამედროვე ძიებისა და ფორმებისა ,მაინც უნდა იყოს რაღაც ისეთი,თვალს რომ გადაავლებ და ხელში მოგყვება.