ღმერთი ადამიანში (ზურა სალუქვაძე)


გუშინ სული დამეფლითა
გამეყინა ძარღვები
წაქცეული ვერ ავდექი
დამელია ძალები

იღბალმაც კი მიმატოვა 
მეხი მზეში დამეცა
სიცოცხლისთვის საბრძოლველი 
ფიქრებიც კი წამექცა

მარტოობამ შემიპყრო და 
ჩამომიწვა წყვდიადი
ყველაფერი სადღაც გაქრა
რაც კი მქონდა დიადი 

საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი
ამოსვრილი ტალახში და 
რატომღაც უცხოდ ვგრძნობდი
თავს მშობლიურ ქალაქში 

ფეხი მუდამ მიცდებოდა 
სწორ გზას ორმო მიცვლიდა და
ყოველ დღე სიურპრიზად
განსაცდელი მიცდიდა

ჩამალული ძალზე ფრთხილად, 
როგორც მკირცხლი ფირალი,
როგორც თევზი დახოცილი
მოტანილი მდინარის 

ყველაფერი იშლებოდა 
არაფერი სიმყარე და 
მეც ერთ დღეს დაქანცულმა 
ღმერთი გადავიყვრე 

ხელი მძიმედ ჩავიქნიე 
გავუდექი მარტო გზას 
და სულ ყველა დავივიწყე
თუ კი ვინმე დარდობდა 

რომ ეს ბიჭი როგორ არის
როგორ დადარდიანდა
აღარ მინდა სიყვარული
უკვე დაგაგვიანდათ 

ღმერთო სად ხარ
სული მძვრება, გული დამიავადდა
დავიჯერე არ არსებობ
მე მორწმუნე ავად ვარ 

მოვიძულე მშვიდი დილა
ამოსუნთქვა ფილტვებით და 
ბავშვურად ვიმუქრები მე 
რომ აღარ ვიქნები

ყველაფერი მოვიბეზრე 
საკმარისად ვიცოცხლე
ღმერთო უნდა დაგიბრუნო
ნაჩუქარი სიცოცხლე

არაფერი შეიცვლება 
არ დარჩება მომგონი
მე ვიქნები შემოდგომის
მოწყვეტილი ფოთოლი

ასე ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის 
მოვიგლიჯე სულის დღე, 
მაგრამ ერთხელ რომ გათენდა 
თვალწინ მიდგას სულის დღე 

ვიღაცამ რომ ხელი მომცა
წამოდგომა მთავაზა
თავის ლუკმა რომ გამიყო 
გული შემომთავაზა 

ვიღაცამ, რომ დრო დამითმო
ვიღაცამ, რომ მისმინა 
ღმერთმა სანამ ვუარყოფდი 
ის ლოცვები ისმინა 

აბა სხვას რას დავაბრალო 
მე ამდენი სიკეთე 
ამოდენა ბობოქარი
 ეს უბრალო სიკეთე

ეს უბრალო ღმერთი ხალხი 
სხვისი ტანჯვა რომ სტკივათ 
ღიმილს უკან რომ ხედავენ 
სულს დატანჯულს მომტკივანს 

დაცემულთან რომ ჩერდება 
დღე რომ მოაქვს მზიანი 
სულს მალამოდ რომ
 გედება დიდი ადამიანი

წამოდგომას რომ გაძალებს 
ბნელს რომ გიცვლის მზიანად
სწორედ მაგ დროს გვეცხადება
ღმერთი ადამიანად

ხოდა ისევ წამოვდექი 
დავეყრდენი მე ხელს ღვთის 
და ღვთისნიერ ადამიანებთან
ერთად ვიწყებ გავლას დღის 

დავიჯერე მე  თავიდან 
არსებობა ღმერთისა,
 რადგან თავად ვნახე იგი 
გადმოსული ბევრისგან

დავიჯერე ყველაფერი 
რაც კი გადავიჯერე და 
თავიდან შევიყვარე 
მომავალი სიბერე

ის სიბერე, მე რომ დავთმე 
გუშინ თვითმკვლელობისას 
წაქცეული რომ დავნებდი 
ამ დაღმასვლას ბედისას 

მაგრამ ხალხი, ღმერთი ხალხი
ღმერთის ხატად შექმნილნი 
უამრავი განსაცდელისაგან 
ჯერ ვერ შეცვლილნი 

არ იწამოთ, არ იწამოთ
 ღმერთის არარსებობა
ეს რომ არა, თავად
ქრისტეც მკვდრეთით 

ვერ აღსდგებოდა
დაიჯერეთ, დაიჯერეთ 
ღმერთი დღეა მზიანად 
და ჩვენ რომ გვიჭირს 
ის სულ მოდის 
სულგრძელ ადამიანად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი