ამბებია


ამდენი ცოდვა, ბოდვა, შფოთვა,
ამაზრზენია
ამ ყოველივეს შემხედვარე, ჩემი მე გადამერია
თავში დაგროვილი ფიქრები სულ ამერია
სიცოცხლიდან სიკვდილამდე გაწერილი წამებია 
ამ თაობის ძირითადი პრობლემა ხომ წამლებია 
14 წლის ბავშვებისთვის მოდაში კი შავებია
ცოდვებს უკან დაყრილი კი უამრავი 
გვამებია 
სასამართლოებში, ცოლ-ქმრებს შორის
დავებია 
კაცის სიჩუმე ბევრის მთქმელია
სოფელი უკვე გადაგვერია
ქვეყანა ნიჭის ნაგავსაყრელია
ზოგისთვის რომ ეს გადასარევია 
ეს ყველაფერი სხვებისთვის სატკენია
ყველაფრის მთქმელი მისი თვალებია
უმისამართო ბოროტი შეძახილებია
თითქოს სიყვარული საერთოდ არ შეგვძლებია
ხალხი დაავადებულია უკვე წლებია
ამ ყოველივეს ხილვა ძალზედ ძნელია
სათქმელი კიდე ძაან ბევრია
ასეთი ამბებია
ქვეყანაზე კარგები დაგველია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი