სამშობლო


სამყაროს ანგრევს
აკვანს რომ არწევს
ტყუილებს ამდენს
სხვის გულში ატევს,
ღამეს რომ ათევს
კოშკებს რომ აგებს
სიბრძნეს რომ დასძენს
ხრამში რომ აგდებს,
სიო რომ აქვე
ნიავით სავსე
ვარსკვლავებს ცაზე
ეხვევა თავზე
რიონი განზე,
მთვარე კი ზევით
ამაყი მზერით
გვიყურებს ქვემოთ
ჩამქვრალი რწმენით,
ქარი კი ღაღადებს
ვერა ვერ დამაკლებს
სიამოვნებას 
სამშობლოს ცქერით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი