ჩვენი თაობა
ჩვენში შეცვლილა თურმე თაობა გამოიცვალა კაცი და ქალიც ფასი დაკარგა უკვე ამ ორმა, თავი იჩინა ბევრმა აბორტმა. ქუჩაში მეფობს დაჭრა, მკვლელობა ეს არის ჩვენთვის რატომღაც დღეობა. რაც ადრე იყო კაცისთვის ზნეობა უცბად გაქრა და იქცა ღრეობად... გამეფდა შური, გამეფდა ფული თითქოს დასუსტდა ჩვენ-ჩვენი სული ყველა მოიცვა ტყუილმა, ეჭვმა, სიმართლეს სძლია სიყალბის ეშვმა. აქ დაიკარგა პატივისცემა აქ მხოლოდ უყვართ სუსტების ცემა, აქ აკვანშივე ბავშვი "ძველია" აქ სიმართლის თქმა ძალზედ ძნელია. აქ იარაღს აქვს ძალაუფლება, აქ ხალხს არა აქვს სიტყვის უფლება. აქ უკვე კაცში აღარ ზის ნდობა და წამში გაქრა ერთიანობა... )
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი