ჩაგეხუტები


ჩაგეხუტები.... ოღონდ ხელებს შენ ნუ შემომხვევ...
მოგეფერები... შენგან ამას მე კი არ ველი...
მე! მოგიყვები.......
შენ კი ჩუმად მისმინე მხოლოდ...
მჭირდები... შენ კი ამას როგორ ვერ ხვდები...
აგიხსნა... ან რათ გინდა... ან ეს რას შეცვლის...
მიყვარხარ... შენ კი ამას მგონი ვერც მიხვდი...
ვერც წარმოიდგენ ალბათ რატომ დავწერე ლექსი...
ვერც ის გაიგე შენ ჩემს გულში საიდან მოხვდი...
როგორ ვარ... ახლა ამას უკვე მიხვდები... გინატრე ისე... შემიძლია როგორც გულწრფელად...
დადიხარ სადღაც.... მაგრამ ჩემში როგორც ფიქრები... მოდი მიშველე... იქნებ გზადაც რამე შევცვალოთ... ან დამიძახე... მე ხომ მხოლოდ შენთვის ვიქნები... 
წავიდეთ... სადაც გული სიყვარულს ითხოვს...
იქნებ გადავრჩე... ეს ცხოვრება ალბათ ჩვენ გველის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი