იდიოტი ვარ , ალბათ იმიტომ.


უემოციო სახით , ვესაუბრები ღამეს .
მხოლოდ ჩვენ ვართ დარდების ამარა,
მე რომ მოვკალი სიყვარული,
იდიოტი ვარ , აბა რა .

კვლავ მომინდა წერა ,
დავწვავ  რითმებს ჩემში დამალულს,
შენში მზის სხივი მე რომ ჩავაქვრე,
ჩემი ფიქრები , მკლავენ დაზაფრულს.

დაღლილ სხეულზე მადევს ლოდები,
შებოჭილია ჩემი გონება,
მე რომ მოვკალი შენში ღიმილი,
სიკვდილი კართან დამელოდება.

არვიცი რა ვქნა , 
ვეძებ იმედებს საით წავიდე ან სად ვიძინო , 
მზის ამოსვლა რომ არ მიხარია,
იდიოტი ვარ , ალბათ იმიტომ.

და  დავრჩი მარტო, სრულებით მარტო,
არმოსჩანს არვინ ვინც მინდა ვნახო,
ესე  ყოფილა ჩემი  სიცოცხლე ,
იდიოტი ვარ ალბათ იმიტომ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი