....
ისევ უმწიკლო მარტოსული გრძნობების მტვერი, ისევ ლოდინი ქარის მსხვერპლი და შეწირული მიტოვებული მიგდებული და დაჩაგრული გადაყინული ცივ კედლებში გამოკეტილი დღე გათენდება და მაგ ქუჩას კვლავ ჩავუყვები მზის ჩასვლის შემდეგ მთვარეს გვერდში ამოვუდგები არყით მოვხიბლავ იმ უმწიკლო თეთრ მოელვარეს და ლამპის შუქზე სხივთა ცეკვას დაველოდებით ცხივნი რომ მოვლენ და ცისკრის კარას გამოსცდებიან შენ სახის ნაკვთებს ღიმილ სახეს დააკვდებიან მაშინ წამოვა გაზაფხულის წვიმა შხაპუნა და შენს დალალებს გაიტაცნენ გაჟრჟოლდებიან აი მაშინ კი მომაკვდავი თეთრი ვარდებით რომლის სურნელიც შენს სახეზე ღიმილს მოგგვრიან ჩუმად დაგიდებ სახლის კართან კონვერტთან ერთად და ღამის მტვერში უგზოუკვლოდ გადვიკარგები დავიკარგები ჩემი ჩრდილით ჩემი ლანდებით ჩემი ბგერებით მომღიმარი სახის ნაკვთებით მაგრამ ოდესმე კვლავ დავიხრი შენს მუხლთან ახლოს და შემოგფიცავ მზეს და მთვარეს კვლავ მოელვარეს კვლავ დავიფიცებ რომ ეს თვალები ისევე მატკბობს რომ ეს ღიმილი თუნდ ერთისა უგონოდ მაქრობს მაქრობს შვებისა ნეტარება ვით სიო ნაზი და ჩნდება შტორმი მიმავალი სიბერისაკენ ახლა კი მართლაც უსათოუდ გრძნობა მალული ქრება წყვდიადში უსასრულოდ კვლავ მიგდებული მიტოვებული დამწყვდეული გამოკეტილი ქრება უეცრად ცისკამარას გადაფრენილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი