ტბასთან
მინდა ტბასთან ჭადრის პირას მზეს გავუნდო ფიქრები მინდა გულზე დავაფინო ჩემი ნაზი სიტყვები მინდა სიტყვა არნახული ჩემგან გავაგებინო მინდა თვალი გავუსწორო სულში ჩავახედინო მინდა ტბასთან ჭადრის პირას ვესაუბრო გრძნობებზე მინდა გულით გამოვუტყდე დიდებულის გრძნობებზე მინდა ხედზე გავუშალო გვირილების მინდორი მინდა თეთრად გადავთვალოთ ფურცელ ფურცელ მინდორი მინდა ვუთხრა რომ ის ჩემთვის ფრთებ შესხმული ღმერთია რომ მზესავით ლამაზია ვარდზე მშვენიერია მინდა მაგრამ რაღაც გრძნობა მუდამ კუდში დამყვება მუდამ სადღაც გამოჩნდება მუდამ გულში ჩამწვდება თითქოს ყურში ჩამჩურჩულებს რომ ის თურმე სხვას ხვდება რომ სხვა უყვარს სხვა არჩია წუთი სოფლის გზაზედა რომ სხვა უყვარს სხვას გაუნდო გრძნობის ერთეულები რომ ბეჭედიც სხვისგან ერგო ვერცხლით, გადაფენტილი მზეც წავიდა როგორც ნილსი ღამის სიმხურვალეში და ჩემს გულში ჩაიკეტა დავიწყების კარები თეთრ კედლებში ღამეს ვათევ მარტოხელა ლოთივით და ვიხსენებ ტბასთან ახლოს ლამაზისფერ მშვენიერს რომ ამ გრძნობას ვერვის ვანდობ საიქიოდ გამყვება რომ ის ბიჭიც აღარავარ გულმორჩილი ტბაზედა ახლა უფრო ნაცრისფერმა დაიბუდა ჩემ გულში ყველა ფიქრი მოისროლა დაივიწყა წარსული აღარც მზეა აღარც ტბაა ჩაძირული ფიქრებით ახლა ნისლიც გაიფანტა და დღეს მარტო ვიქნები მარტო სახლში მარტო კალმით მარტო თეთრი ფურცელით და დავიწყებ ახლის წერას მოღალატე ფიქრებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი