ეგვიპტე


შენ ხარ დედოფალი ეგვიპტის ქვიშის
და ყოველ დილით მოყავხარ ქარს
შენ ხარ მნათობი კაიროს ნისლის
და ზღვის შხეფები გისველებს თმას

როცა მოაწვა თვალებს სიმძიმე
და ოპიუმის ქარები ქროდა
მაშინ მე შენი ძილით ვიძინე
მაშინ მე შენი ტკივილი მქონდა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი