მამა მია (გოგონას სახელად მია)


მე მოვალ ტყეში,და გავფანტავ ნისლს
დავანთებ კოცონს,გზას გაგინათებ
დავხოცავ ტურებს,რომ გვიფრთხობენ ძილს
და მოტოციკლით,შორს გაგიტაცებ

ჩაფხუტის სარკმლელს დაფარავს თმები
თმები,რომელიც ასე ნაზია
და მოტოციკლმა გაშალა ფრთები
შორს კი გვიღიმის "მამა აზია"

მე ყოველ დილით, გაკოცებ მხარზე
ჩაის მოგიტან და ცოტა კოკნარს
ბურუსის მქონე, თვალებით ტბაზე
ჩვენ გავიტაცებთ მეზობლის ბორანს
 

და ეს აზია
რა ლამაზია
ნეტავ რა გქვია 
"ო,მამა,მია"
ეს ფანტაზია
ასე ნაზია
რა ლამაზია 
'ო,მამა მია'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი