სექსი


დამალევინე წყალი
მიმაჭმევინე მიწა,
შენ რომ მოდიხარ ჩემსკენ,
იმ ნაფეხურებს ვფიცავ.

დამალევინე სისხლი
ხალხს რომ ეგონოს ღვინო,
გადამატარე ნისლი,
რომ დავიკარგო ვითომ.

მე ვარ გარყვნილი ბიჭი!
არ მეშინია პაპის
რადგან ვარ უფრო ფლიდი,
და მოგატყუებ ვიცი

გეთამაშები ფეხბურთს
და არ დაგირტყავ პენალტს,
მინდა ვუყუროთ ერთურთს
მინდა იხდიდე პერანგს.

მინდა რომ შენი მკერდი,
ტუჩზე მომედოს ღამე
მინდა, ეზოში მტრედი 
მინდა ,გავფრინდე სადმე
 
მინდა გაჩუქოს ბომბი,
რომ აგიფეთქოს ვნება
მინდა გჯეროდეს მორფის,
მინდა მიიღო შვება

შენი ხმა და ჩემი ალერსი,
ვენ ორნი დავრჩით ამ ვიწრო წრეში.
მინდა რომ თავით, ჩაგეფლო თმებში
და ჩაგჩურჩულო სექსი,სექსი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი