მორისონი


აღარ მაშინებს რისკი
აივნებიდან ფრენის 
როცა სურნელი ტისკის
ჯაზურ ნოტაზე მღერის

როცა მედება ტუჩზე
შენი თავები მკერდის
როცა დავწვები ზურგზე
და გამითბება გვერდი

რა ლამაზი ხარ,ნეტავ
ვინმე თუ გიწერს ასე
დამშვიდდი ნუღარ ღელავ
სიყვარულით ვარ სავსე

 
მინდა ჰამაკში წოლა
მინდა ჰამაკში სექსი
მინდა რომ ვიყო მოლა
და ავამღერო ლექსი     

მინდა ფანდურის ხმაზე
მაილს დევისის რამე
მინდა მოხვიდე აზრზე
მინდა მაჩუქო ღამე

რომ აღარ იყოს დარდი
და დარჩეს მხოლოდ სევდა
მე მორისონის შვილი
და შენ ედგარ პოს დედა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი