საწოლში შენთან ერთად
მე შენი მკერდის ფორმამ, ჭამა შემაყვარა მსხლის შენი თალების თრთოლვამ, შუქი შემაყვარა მზის. თაფლის სანთელივით წმინდა ცრემლი შემიყვარდა შენი მინდა მოგეფერო, მინდა მინდა გადაგხვიო ხელი მინდა გიკითხავდე ზღაპარს შენ კი არ გინდოდეს ძილი მინდა, რომ იხდიდე ხალათს ტანი მედებოდეს თბილი მინდა, გიკოცნიდე ხელებს ცეცხლი გვედებოდეს ტანზე უცხოს გამოსცემდე ბგერებს, თავით ეშვებოდე მხარზე. ასე თენდებოდეს დილა, ასე ვაღამებდეთ ერთად. რა კარგია, როგორ თბილა დიდ საწოლში შენთან ერთად
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი