ცოდვილი ბერი
ამ შემოდგომას,თუ გადავურჩი რაღას წამაქცევს აწი ზამთარი და ჩემი გული,თავნება ურჩი არ გაბოროტდა როგორც აფთარი რაც თავნებობით,ვიარე გზები იმ სიამაყის მრცხვენია ახლა მორჩილებაში დაზრდილი ძმები მე მორჩილების მაძლევენ ძალას სად გაიქცევი სად წახვალ განა ცხოვრება არ გავს სპილბერგის ფილმება ,,და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას" მონასტრის გზაზე გავცვითავ წვივებს. ღმერთია ყველა,სიკეთის მქნელი და მოწყალება მისი უსაზღვრო განა იმისთვის არ შექმნა ბნელი? რომ ჩვენ ერთმანეთს გზა გაუნათოთ რაი არს ძმაო სახელი შენი?! ნეტავ დამისვავს ვინმე ამ კითხვას რომ ვუპასუხო ცოდვილი ბერი და დავამთავრო სხვების განკითხვა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი