გულიდან ამოსული
უნდა გესმოდეს ჩემი, ერთი ლოთი ვარ უმწეო. ჯიბეს შემრჩენია ლექსი, ქარებს დაუბერავს უღმერთოს. თუკი იავარდმა სადმე გახარა და თუ ბეღურებმა თავზე გადმიფრინეს, ბუჩქში ჩაიმალა შენ რომ დაგინახა, უცებ ქერა თმებმა თვალწინ ჩამიფრინეს შენი ქერა თმები ღვინის მაგვარია, თუ მას შეეხები ცაში აგიტაცებს ჩვენი შეხვედრები ეს ის ზღაპარია გვერდს რომ გადაფურცლავ და რომ გაგიტაცებს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი