ტაქსისტი


მოვლანდე ქვევრი მე პაპის ბაღთან,
კლდეკარად ვიდექ, ზე მორჩილებით ,
სევდამ შემათრო, მძევალი ზვართან,
შემოაღამა დღე ბორკილებით...
წამნი სეტყვათა ვარდნების  თვლაა ,
აქ მომჩივანი წერას აჰყვები!
ცრემლად გოდება სიზიფეს სვლაა.
სამარის შრომა, მდევრად ჯაჭვები...
შარშან წინ იყო ოდა მაისად,
გოგონას ექო, ბაგე ნარგიზი,
ქვებსა ლალებდა და აალებდა
გარემოს ყვავილს სმენად მოფენილს...
შარშან აპრილმა გვამცნო თავისად,
ცვლილებათა შლა, ორად საწყისი,
ავად ქალწულმა იმკო ნაცრისფრად
სიწმინდის მოშლა, ქროლვა დაისი.
წელს მარტი გვანგრევს, სრულ გაგიჟებით,
ქარ მოვლენებში სვეთა ნაღარა,
მავანთა გონის უკუღმართობით,
გოგონას სული სხეულს გაჰყარა.
მთვრალი ტაქსისტი, ავი არტისტი,
გოგონას ბედი  იგდო საცინრად,
მამრებს ამონებს ლხენა ნარცისი,
ჰეგემონიის გასათავისად ...
ვიჯექ ორი მე ,ერთმა იფიქრა...
ასეთ ჭკუათხელს  გზად ვნატრულობდით?
მეორემ წამით  ქება იკისრა,
ამ წამს დროც და მეც ვგაზაფხულობდით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი