მე,ტაქსისტი და გაზაფხული
წარმავალობით ავი გამრთობი, ასეა ჟამი ჩვენი სამყოფი, მოგვნუსხა რითი? ცრუ წარმტაცობით, გაზაფხული ჰყავს მას ეშმაკობით... სამყარო ანუ ბნელი საუფლო, აქ წმინდა კრავმა ვერას გაუძლო, საცდურად იქმენ შენ გაზაფხულო, ხატად ასულო თანაც ავსულო... მაისში ბგერა სულში აღწევდა, შარშანწინ გოგოს მღერა შთენილი, ქვებსა ლალებდა და აალებდა, ყვავილიც თრთოდა სმენად ფენილი... შარშან აპრილმა გვამცნო ცვლილება, ცვლილება,უტყვი მეუფე ყოფის , ობოლმა გოგომ ჰქმნა მორჩილება, ცხოვრების შიშით ტყვე გახდა ცოდვის. წელს მარტი გვაბნევს დაუნდობლობით, ქარ მოვლენებში სვეთა ნაღარა, მავანთა გონის უკუღმართობით, გოგონას სული სხეულს გაჰყარა. სული სხეულზე ბოროტი ვნების ქცევად დარგული ცრუ ნაყოფია, რომ არ იჩაგროს სხვის მოწონების ურჩად დამყოლი ავადმყოფია... მეჩქარებოდა სად მოუსლელში აღარც კი მახსოვს, ვიხმე მანქანა. როგორც ყოველ ქმნილს წუთისოფელში ამაო რბენით უჩნდათ ჭაღარა.. მთვრალი ტაქსისტი, ავი არტისტი, გოგონას ბედი იგდო საცინრად, მამრებს ამონებს ლხენა ნარცისი, ჰეგემონიის გასათავისად ... ვიჯექ ორი მე ,ერთმა იფიქრა... ასეთ ჭკუათხელს გზად ვნატრულობდით? მეორემ წამით ქება იკისრა, ამ წამს დროც და მეც ვგაზაფხულობდით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი