დროშა
მოკერპო დროშა ელეგიაა ქარის. ნაქსოვის ფარფატით მღერა უცნაური. გმირების სიმბოლიკა, აღთქმები ჯარის, გულში ხოტბებია, ლოცვა უსახური... დროშა რეალურად მდარე ქსოვილია, ქარი ათამაშებს როგორც ხალხს მეფენი. მაგრამ ეგ ქსოვილი უფრო მოვლილია, ვიდრე ბინადარი, მეფისთვის რეგვენი... დიდებას აწერენ მისვე ფრიალებას. მე მასში მონობას შევნიშნავ შეფარვით. სიტყვათა გაბევრებს , უღვთო ტრფიალებას, ხალხს რომ ბატონებმა უმკვიდრეს მოწამვლით. მშიერს დაგტოვებენ მცნებათა ზვავებით. ყოველდღე გყიდიან შენ ვეღარც შეამჩნევ, რადგან სიმბოლიკა ლამაზი ჯაჭვებით, გონებას ეკვრის და მართალსაც ვერ არჩევ. იქნებ ჭეშმარიტი სხვაგან აღმოჩნდება? ყოფა შეღამებულ მოძმეთა თვალებში. შენი ფხიზლად ყოფნა მუდამ შეყოვნდება, მარად თუ ეძიებ მართალს თამაშებში. თავისუფლება ჰომ სცდება ნაკურთხ ნივთებს? უგვანო წესების ტრფობას ტყვეობაში. თუ შენი სხეული ტაძარს ვეღარ იღებს, მაშინ ბრმად იდექი ტაძრის შენობაში... და თუ ასე არის, ქარი მოფრიალე, დროშას რომ აქეზებს ჩუმი აჩქარებით, „თავისუფლებისგან სული იმკურნალე!“ ქარი სტვენა-სტვენით მღერის დახმარებით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი