წამთა სამარით
წამთა სამარით საათი კუთხეში გაჩერებულა, მუდამ სათვლელი დროების ისრებით სუნთქვაშეკრულმა, სარკმლის ვიწრო შუქს დაუხვდა,როგორც საფლავი მზის სხივებს, სადაც ღრმა მოგონებები მასში ლანდებად იწვიმებს... ვით საქანელა ყინულის, შემორჩა საწყლად ქანქარა, მის რიტმთან ერთად სახლის ხმა ჟამთა სვლამ ნივთში დამარხა; ვერ მღერის ძველი კედლები, როცა მღეროდნენ სიცოცხლეს, ახლა მხოლოდ ეს საათი მტვერით ნაკვალევს ლიცლიცებს. საათის მინა ქცეულა, როგორც წარსულის მხნე სარკე — შემომნახველი სილაღის უკანასკნელი მეკარე; სიცილი ბავშვთა, მხნეობა და საქმეები მგზნებარე — ამ გზით შემორჩა ეს სითბო, ეს გაზაფხული ჩვენამდე. რა არის ჟამი, ნეტავი? ისრების ცეკვა-მარშია? კორიანტელი კენჭებად კადრებით უკვდავ კვალშია? ჩვენს სულში მაინც წამებად ითვლება ძველი გრიგალი — საათი გატყდა, მაგრამ ჩვენ ვართ მოგონების ზრიალი! დავტოვე სახლი საათით, მაგრამ წამომყვა ეს სითბო; ძველი გუშაგი წარსულის ახალ მნახველებს მოიხმობს. იქ გაიხსენებს ახალიც ძველ სიხარულს თუ ტკივილებს... შენ, სიცოცხლეო, ხსომებით ასე სულ გაიყვავილე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი