ფიქრთა სამარე
უიმედობის ეკლებით ვკვდები, სამყაროს საზღვრებს ვერ ვეპარები... ღირებულებას ცნობდნენ ფიქრები, გრგვინავდნენ როგორც ცრუ ვეშაპები... სულს ენატრება ვეშაპთა ლოცვა, თუმც სამყაროა ქვათა ფრესკები, რა საჭიროა მეორე ლოყა? თუ ღმერთო არვის არ ეფერები... ცა ცარიელი ფიალის რყევა, უფრთო იმედად ვართ ჩასხმულები, თავიდან ლაზათ მერცხლებად შეყრა, ბოლოს ამაო ხრწნის სწავლულები. გონი - უმწეო ფიქრთა სამარე, სადაც ნათება უეკლო ზღარბს ჰგავს, ამაოება წირვით ვატარე, გაურკვევლობა სიცოცხლეს ზრახავს. მედგრად ავყევი ერთ რელიგიას, თუმც სხვა მცნებებიც მე გამიგია. ყველას ჰყავს თავის ზღაპრის მესია,რადგან მარტოკა კაცი ლექსია... ბავშვობა რჩება მუზების მარცხად, სადაც სიკვდილი დასცინის ცრემლებს,თუ ვარ ფანატის უგვანო მარხვა, ეს უკვე სჯობნის გეენას ცეცხლებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი