აზრი
აზრი თანდაყოლილი სიცარიელე — ბავშვის ხვედრია, ამიტომ მუდამ შემდგარ ყოფაში შინაარსს ქექავს. მნიშვნელოვნების შეგრძნებას „აზრი“ დასჭირვებია, ბრმად ყოვლის გული, მოწყენილობის ჩამალვით ფეთქავს... და შემოავლებს უმეცარ თვალებს ჩვილი გარემოს, სადაც აზრები გზებზეა, როგორც ორქიდეები. ამ ყვავილების შხამის დაყნოსვას უნდა ეწამოს — გემოს აყოლა გახლავთ უვიცის „ღრმა“ იდეები. სხვადასხვა სფეროს წევრები ყეფენ „აზრს“ სათავისოდ, მიიზიდავენ მორიგ ფინიას დაპირებებით. ვითომ საქმეებს ჩარხავენ დიდრონს, ლეკვი დაითრო... ტუსაღი ხდები, მათი ცრუ ძვლებით თუ იკვებები! დოგმათა ძალით გონება მოჰგავს სკოლის დერეფნებს, განათლებაც და სიმთვრალეც არის მოცალეობა. „სწავლულიც“, „მთვრალიც“ თავიანთ თავებს გააღმერთებენ, აღვლენილია აღვირახსნილი ღმერთთა ღრეობა... ადამიანმა „გენიალური“ და „დიდებული“ — გონებაში რგო გამოფენილი „მხსნელ“ ტილოებად... ყველაფერია მხოლოდ ლანდებით დაწესებული. თავად შეუწყო ტაშით ქარები წირვის რტოებად. ოქროსფერ მკვდარ ქვას, რატომღაც მნათობს, რასაც მზეს ვარქმევთ, მისთვის ერთია ყოვლის „აღმასვლა“, ისე „დაღმასვლა“. ბუნება არსით მარად ცივია — არ სცნობს ქარაგმებს! ღირებულების ძიებით კაცმა ქვაც კი დაღალა... საკვები „აზრი“ ძალაუფლების ჟინად იფეთქებს, თვითკმარ მყოფობას ვერ დანაყვრადი სიხარბე გაცვლის. ხანმოკლე ტახტი არ აღასრულებს უფრთო იმედებს — ირგვლივ მიდამო მწერების დოღს ჰგავს, ფრენით გარდაცვლილს. ვერ დადგინდება ჯოგში პირველი პირველთა შორის! კაცთა კერპობა კინკლაობაა კამათის კვნესით. მმართველის მზერა მედიდურია მედლების მოსხმით — ჩინთა ჩხრიალი ჩრჩილის ჩიჩქნაა ნარჩენი ჩონჩხის... არ შემიძლია ნავმა ჩავაცხრო შმაგი მორევი! თავის შეცნობა — ნავსაყუდელი სამყაროს ზღვისგან. მე, მწერი მივხვდი, რომ არ მჭირდება შარავანდედი. აქვე, სიმშვიდით, სულის მალამოდ ჩემს ბუდეს ვიკმარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი