სისხლის თაიგულები


როცა მარადისობა გათელილ სახლებს ჰგავს,
ისევ შევხვდებით წარსულის გამთბარ ოთახში?
ჩვენი სისავსე კვლავ მოგვეხვევა ნუგეშად?
სადაც სიცოცხლე შექმნილა დამღით — მოკვდავი.
განშორების გულს ვადარებ დაფლეთილ ფარდას,
რომელიც მზის სხივს მოღალატე სითბოდ ირგებს!
ან რისთვის იყო ყოველი, თუკი დამთავრდა?
ნუთუ ეს გვსურდა — ბრმა სასაფლაოს სიმშვიდე?
ღვთაებამ კაცი შეუნთო ნაკვერჩხალივით.
შენს გამო ცეცხლად ყოფნა მკაცრად დამიწუნეს...
გულის ძარღვები მიდნება შენთვის გაწვდილი,
ახლა ზიზღით სცნობ — ასეთ სისხლის თაიგულებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი