მაგ ინტელექტს დაუყვირე ამინ!


ღარიბს — შური, როგორც მდიდარს — ფარსი.
ამ ორ მხარეს მხოლოდ ნივთის სჯერა!
ეს ყოფილა მათი შინაარსი:
გველის შხამში ზიარების ძებნა.

ოქროს დევნა — სესხად ნიღბის კერვა,
სიკვდილისგან მუყაითი მალვა.
ვინც თამაშში ბოლოს გამოერკვა,
ქვის ღიმილით სამარეში ჩაწვა.

სიკეთის ჰქმნა — საშოვარზე გათვლით,
მადლად ფუთავს მდიდრის ხელი ლაგამს,
ღარიბების გონში ბადეს გაშლის.
თითო ძაფს კი ხაზინისთვის აბამს.

მწველ სტომაქზე შერისხული ბავშვი
ღარიბია თანაც მამლაყინწა!
მაგრამ წმინდა კრავად სხვების თვალში
თავს დამალავს, როგორც ჭიებს მიწა...

მეფეცა და მათხოვარიც მასხრობს,
ყოფის ცირკი წრედით როლებს დასწვავს.
მაყურებლის ტაში ქრება აწმყოდ.
აღტაცება ჰგავს სიკვდილის საკრავს.

შენ ვინა ხარ დამნახველო ამის?
ამ აღწერით რა სარგებელს ნახავ?
მაგ ინტელექტს დაუყვირე ამინ!
და ბოლოში შენც იგემებ საფლავს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი