ოქროსფერი ქალაქი
უკაცრიელ ქალაქში მივაბიჯებ, მხოლოდ მე და არავინ სხვა, დროდადრო ოქროსფერი ქვიშის ქარიშხლები მომყვებიან, ისევ მარტოვარ, ისევ დარდი მაწევს გულზე არვიცი ვის ვესაუბრო ისეთს ვინც გამიგებს, ხომ ხედავთ ქარსაც არ შემიძლია დარდი გავუზიარო რადგან ისიც უკან მომყვება და გახედვისთანავე ქრება, როგორც სხვები.. უკაცრიელია ოქროსფერი ქალაქი, არადა როგორი ლამაზია ყველაფერი.. ჩემს გარდა არავინ არ არის, ალბათ მობეზრდათ აქ ყოფნა და მიატოვეს, ჩვენ ხომ ამით განვსხვავდებით ცხოველებისგან, იმის მიტოვება შეგვიძლია ვინც გვიყვარს.. უკაცრიელია ოქროსფერი ქალაქი, არადა როგორი ლამაზია ყველაფერი.. ალბათ ერთ დროს სიცოცხლე ჰყვაოდა აქ, თუ ოდნავ მაინც შეეცდები წარმოიდგინო შეხედავ, როგორ დარბიან და ხალისობენ პატარა ბავშვები, ქუჩაში მანქანები დადიან, აი იქ შეყვარებული წყვილი სკამზე ზის და ერთმანეთს ესიყვარულება, ყველა ბედნიერია, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი იცვლება, დრო გადის, მოსახლეობა კლებულობს, აღარც ბავშვები დარბიან ქუჩებში, სახლებიც ცარიელდება და ქალაქი მთლიანად ოქროსფერი ხდება.. უკაცირელია ოქროსფერი ქალაქი, არადა როგორი ლამაზია ყველაფერი.. მივდივარ და ოქროსფერი ქვიშის ქარიშხლები ისევ მომყვებიან, ზემოდან თეთრი ფრინველი დამჩხავის არვიცი ეს რას ნიშნავს იქნებ მომავალში ბედი გამიღიმებს ან იქნებ იმედის სიმბოლოა, მაგრამ რისი იმედი უნდა გქონდეს როცა ამ ულამაზეს თუმცა მიტოვებულ ქალაქს ხედავ, ალბათ მასაც ქონდა იმედი, რომ ხალხს ბედნიერებას მიანიჭებდა თავისი სილამაზით, მაგრამ მიატოვეს.. უკაცრიელია ოქროსფერი ქალაქი, არადა როგორი ლამაზია ყველაფერი.. ისევ მივდივარ, სულ პირდაპირ, მაგრამ დანიშნულების წერტილი არ მაქვს, ანდა რაში მჭირდება, უბრალოდ სილამაზით ვტკბები ან იქნებ არ ვტკბები სილამაზით და უბრალოდ ჩემს თავში დაკარგული უგზო-უკვლოდ მივაბიჯებ სიცარიელისკენ.. უკაცრიელია ოქროსფერი ქალაქი, არადა როგორი ლამაზია ყველაფერი.. იმედის სიმბოლოც სადღაც გაფრინდა, უკვე ვგრძნობ, რომ ვიღლები და სიარული მიჭირს, ქვიშის ქარიშხლები ქრება, მაგრამ ჩემს უკან სრული საშინელებაა, შენობები ნგრევას იწყებენ, მაგრამ მე არცერთი არ მენგრევა თავზე თითქოს ქალაქს სურს, რომ ბოლომდე ვუყურო მის ტანჯვას, როგორ ქრება სილამაზე და იმედიც.. მივაბიჯებ უსასრულობისკენ სრულიად მარტო, დაღლილი და არვიცი წინ რაიქნება, წარსული უკვე დაინგრა და ქალაქიც მეუბნება, რომ შევწყვიტო მისით ცხოვრება და მე, უგზო-უკვლოდ დაკარგულს მაძლევს დანიშნულების წერტილს სახელად “მომავალი”.. და შენ როდის დაანგრევ შენს უკაცრიელ ოქროსფერ ქალაქს??? გ.ბაბუაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი