ზღვადასხვა


სანაპიროს მარტოდმარტო მივუყვები, ზღვა სასიამოვნოდ მეხება ფეხზე და იმ ნაკვალებს შლის, რომელსაც მე ვტოვებ.. თავს რათქმაუნდა ისევ მარტოდ ვგრძნობ იყო შესაძლებლობა ეს მარტოობა საყვარელ ადამიანს შეევსო და მასთან მეპოვა სიმშვიდე, მაგრამ რათქმაუნდა ცხოვრების უსამართლობამ იჩინა თავი და ეს ასე არ მოხდა შეიძლებოდა მასთანერთად გამესეირნა სანაპიროზე და მისი ნაკვალევიც წაეშალა ზღვას ჩემთან ერთად, მაგრამ არა.. ვერ გაგამტყუვნებ რადგან ალბათ მე არ ვიყავი ის ადამიანი ვისაც მეორე ნაპირას ელოდებოდი ან ვარ კიდევაც და გელოდები იმდენ ხანს, რომ უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო, საით წავიდე.. მხოლოდ ქარს ესმის ჩემი, მაგრამ უჩუმრად ჩაიქროლებს ხოლმე და თან წაიღებს ჩემს სევდას შეიძლება შენამდეც კი მოიტანოს და გითხრას ის რისი თქმაც მე ვერ მოვახერხე, ღამდება, ზღვა ბობოქარი ხდება და მზე ტრაგიკულად იწყებს მასში ჩასვენებას, ზღვაც ღამის ფიქრებს გავს რადგან მასავით ღამით იწყებენ ბობოქრობას და შიგნიდან გჭამენ.. უკვე მოსჩანს ჩემი კოხტა სახლი, რომელიც მე მელოდება და იცის, რომ ოდესღაც დავბრუნდები.. მივდივარ და ზღვა ჩემს ნაკვალევს შლის….

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი
TOP.GE